სიახლე

“გვიხარია დედამიწაზე ზრუნვა, რადგან სიცოცხლე მხოლოდ აქ არის”

GuriaNews

​ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით თემატური კვირეული მოეწყო, რომელშიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ​კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა: დასუფთავებისა და გამწვანების აქციები; ​თემატური ნახატებისა და პოსტერების გამოფენა;​თემატური ვიდეომასალის ჩვენება;​კედლის გაზეთის გამოშვება;​პერფორმანსი „ჩვენი ძალა ჩვენი პლანეტაა“. ​კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება მეექვსე კლასში, კლასის ხელმძღვანელ თეა ქავთარიას ხელმძღვანელობით ჩატარდა. ეკოკლუბის წევრებმა წარადგინეს […] The post “გვიხარია დედამიწაზე ზრუნვა, რადგან სიცოცხლე მხოლოდ აქ არის” appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

​ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით თემატური კვირეული მოეწყო, რომელშიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

​კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები  განხორციელდა: დასუფთავებისა და გამწვანების აქციები; ​თემატური ნახატებისა და პოსტერების გამოფენა;​თემატური ვიდეომასალის ჩვენება;​კედლის გაზეთის გამოშვება;​პერფორმანსი „ჩვენი ძალა ჩვენი პლანეტაა“.

​კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება მეექვსე კლასში, კლასის ხელმძღვანელ თეა ქავთარიას ხელმძღვანელობით ჩატარდა.

ეკოკლუბის წევრებმა წარადგინეს პრეზენტაციები თემებზე: „ერთად დავიცვათ ჩვენი პლანეტა“ და „პლასტიკის მოხმარების შემცირება“.

​სკოლის მოსწავლის, მარიამ მარგასარიანის განცხადებით, მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობას აჩვენებს.

_ მოსწავლეებმა გაიაზრეს და შეიმეცნეს, უხარიათ დედამიწაზე ზრუნვა, რადგან სიცოცხლე მხოლოდ აქ არის, _ განაცხადა ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა, მედეა ობოლაძემ.

კლასის ხელმძღვანელმა თეა ქავთარიამ კი ხაზი გაუსვა

მოსწავლეების გუნდურ მუშაობას.
​აქტივობებში ჩართულობისთვის მოსწავლეებს გადაეცათ „მწვანე ბარათი“ და სერტიფიკატები.

 

The post “გვიხარია დედამიწაზე ზრუნვა, რადგან სიცოცხლე მხოლოდ აქ არის” appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი