სიახლე

ქართული ცეკვის ზეიმი გარდაბანში – „ზეგარდმა“ მაყურებელს დაუვიწყარი საღამო აჩუქა

რეგიონალური სიახლეები

გარდაბნის კულტურის სახლი ქართული ცეკვის ნამდვილ ზეიმად იქცა. სცენაზე გამოსულმა კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ზეგარდმა“ მაყურებელს ემოციებით, ენერგიითა და ქართული ქორეოგრაფიის სილამაზით სავსე საღამო აჩუქა. ანსამბლის თითოეული ნომერი გამოირჩეოდა მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით, აკადემიური გემოვნებითა და ქართული ცეკვის ტრადიციებისადმი განსაკუთრებული პატივისცემით. ამ შემოქმედებითი წარმატების უკან დგას ანსამბლის ქორეოგრაფი გიორგი აფციაური, რომლის შრომამ, ხედვამ...

პირველწყარო →

გარდაბნის კულტურის სახლი ქართული ცეკვის ნამდვილ ზეიმად იქცა. სცენაზე გამოსულმა კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ზეგარდმა“ მაყურებელს ემოციებით, ენერგიითა და ქართული ქორეოგრაფიის სილამაზით სავსე საღამო აჩუქა.

ანსამბლის თითოეული ნომერი გამოირჩეოდა მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით, აკადემიური გემოვნებითა და ქართული ცეკვის ტრადიციებისადმი განსაკუთრებული პატივისცემით.

ამ შემოქმედებითი წარმატების უკან დგას ანსამბლის ქორეოგრაფი გიორგი აფციაური, რომლის შრომამ, ხედვამ და ერთგულებამ „ზეგარდის“ ყოველი გამოსვლა ნამდვილ ხელოვნებად აქცია.

საღამომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული ცეკვა არა მხოლოდ ტრადიცია, არამედ ცოცხალი კულტურაა, რომელიც თაობებს აერთიანებს და ეროვნული სულისკვეთებით ავსებს.


მსგავსი