სიახლე

ქუთაისში ავტომობილიდან დიდი ოდენობით თანხა და ლეპტოპი მოიპარეს

Timer

ქუთაისში ავტომანქანა გაქურდეს. შემთხვევა სერგი მესხის მეოთხე შესახვევის N26-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი მეექვსე ატეესის უკან მოხდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ავტომობილიდან ნივთები, მათ შორის ლეპტოპი და ჩანთა მოიპარეს, რომელშიც დიდი ოდენობით ფულადი თანხა იყო. მომხდარი ფაქტი მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. Source

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი