სიახლე

რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში

MegaTV

მსოფლიოში ოქრო და ვერცხლი იაფდება. ფასების კლების ტენდენცია უკვე რამდენიმე დღეა შეინიშნება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 285 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.98%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 66.95 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.14%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რა ღირს ერთი გრამი ოქრო […]

პირველწყარო →

მსოფლიოში ოქრო და ვერცხლი იაფდება. ფასების კლების ტენდენცია უკვე რამდენიმე დღეა შეინიშნება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 285 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.98%-იან კლებას წარმოადგენს.

რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 66.95 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.14%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?

რაც შეეხება საქართველოს, გასულ კვირასთან შედარებით, გრამი ოქროს ფასი 6-8 ლარით შემცირდა. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 388 ლარი ღირს, როცა გასულ კვირას 396 ლარი იყო. 750 სინჯის – 291 ლარი (გასულ კვირას 297 ლარი იყო), ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 227 ლარი ღირს (გასულ კვირას 232 ლარი ღირდა).

რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.22 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.45 ლარი ღირს.


მსგავსი