ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს 11 ივნისს განიხილავს
ევროკომისიის პრესსპიკერის – მარკუს ლამერტის განცხადებით, 11 ივნისს გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. ერთ-ერთი საკითხი კი სწორედ უვიზო მიმოსვლას შეეხება. „2026 წლის მარტში კომისიამ თავდაპირველი 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წევრმა ქვეყნებმა ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც გაძლიერებულ დიალოგს ვუწოდებთ. მისი მიზანია იმ არსებული გარემოებების შეცვლა, რომელმაც შეჩერება გამოიწვია. სწორედ ამ კონტექსტში, 11 ივნისს გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს… The post ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს 11 ივნისს განიხილავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →