სიახლე

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება

მედიაცენტრი

მიმდინარე წლის ბოლოდან, არქიტექტორებსა და ინჟინერ მშენებლებს სერთიფიკატები მოეთხოვებათ. აღნიშნული ნორმა სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, დეკემბრამდე გადაიდო. „საჭიროა შეჩერებული სერტიფიცირების მუხლის ამოქმედების გადავადება. ასევე, მიზანშეწონილია შეიცვალოს სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესით განსაზღვრული პირების მიერ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასების და ტექნიკურ ზედამხედველობის განხორციელების ვადაც. კერძოდ, სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესით განსაზღვრული პირები ტექნიკურ ზედამხედველობას და სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებას აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებთან და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად, განახორციელებენ 2026 წლის 20 დეკემბრამდე“, – აღნიშნულია პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში. The post არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი