ქუთაისში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მესამე სართულზე განთავსებული, ხარაჩოდან გადმოვარდა.
შემთხვევა შარტავას ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
The post ქუთაისში, კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა appeared first on ODISHINEWS.