„საქართველო-სომხეთის ურთიერთობები არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე“ – ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრის განხადებით, ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის პირობებში საქართველო-სომხეთის ურთიერთობები არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე. მისი თქმითმ პირადად მისი როლი ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავებაში განსაკუთრებულია. „მყისიერად მქონდა ზარი ბატონ ნიკოლ ფაშინიანთან და მას მივულოცე არჩევნებში გამარჯვება. რა თქმა უნდა, გამოვთქვი იმედი და სურვილი, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც აქტიურად ვიზრუნოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. პირადად პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის როლი ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავებაში არის განსაკუთრებული და მადლობა მას ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს სომხეთის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების მიერ გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებითაც. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და კონკრეტული ქვეყნის ურთიერთობის… The post „საქართველო-სომხეთის ურთიერთობები არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე“ – ირაკლი კობახიძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →