სიახლე

მესტიაში თოვლის ზვავებისა და წყალდიდობის საფრთხის რუკები განიხილეს — ექსპედიცია სვანეთში

GuriaNews

მესტიაში თოვლის ზვავებისა და წყალდიდობის საფრთხის რუკები განიხილეს. ინფორმაციას ექსპედიციის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. “გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე პროექტის „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ფაზა 2“ ფარგლებში, შვეიცარიელი ექსპერტები მარკუს ციმერმანი, რიკარდა ბენდეგალი და ენდრიუ კოსი მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. შვეიცარიელმა ექსპერტებმა, ჰიდროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, მესტიის მუნიციპალიტეტისათვის შემუშავებული თოვლის ზვავებისა და წყალდიდობის საფრთხის […] The post მესტიაში თოვლის ზვავებისა და წყალდიდობის საფრთხის რუკები განიხილეს — ექსპედიცია სვანეთში appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

მესტიაში თოვლის ზვავებისა და წყალდიდობის საფრთხის რუკები განიხილეს. ინფორმაციას ექსპედიციის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე პროექტის „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ფაზა 2“ ფარგლებში, შვეიცარიელი ექსპერტები მარკუს ციმერმანი, რიკარდა ბენდეგალი და ენდრიუ კოსი მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ.

შვეიცარიელმა ექსპერტებმა, ჰიდროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, მესტიის მუნიციპალიტეტისათვის შემუშავებული თოვლის ზვავებისა და წყალდიდობის საფრთხის რუკები განიხილეს.
საველე ექსპედიციის ფარგლებში, ექსპერტებმა დაათვალიერეს სააგენტოს სადამკვირვებლო ქსელში მოქმედი ავტომატური ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები, სადაც მათ ტექნიკურ მახასიათებლებს, მუშაობის სპეციფიკასა და მონაცემთა შეგროვების პროცესს გაეცნენ.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ექპერტებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის, ჰიდროლოგიისა და მეტეოროლოგიის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს და მიმდინარე პროექტთან დაკავშირებული საკითხებზე იმსჯელეს.

აღნიშნული აქტივობა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოსა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით ხორციელდება”,_ წერია ინფორმაციაში.

The post მესტიაში თოვლის ზვავებისა და წყალდიდობის საფრთხის რუკები განიხილეს — ექსპედიცია სვანეთში appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი