სიახლე

,,უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა დარჩეს” – ალარ კარისი

მედიაცენტრი

ესტონეთის პრეზიდენტის ალარ კარისის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში ყველა კლასტერი სწრაფად უნდა გაიხსნას. მისი თქმით, უკრაინის ადგილი ევროკავშირსა და ნატო-ში და უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მიცემული დაპირება „მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა დარჩეს“. ალარ კარისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხისთვის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება არა შორეული იმედი, არამედ ლეგიტიმური მოლოდინია. „ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცისთვის უკრაინის გაწევრიანება გაძლიერების შესაძლებლობაა“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთს დღეს ეწვია. The post ,,უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა დარჩეს” – ალარ კარისი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი