დრონებით თავდასხმა ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის რეგიონებზე
უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის რეგიონებზე წუხელ დრონებით თავდასხმები განხორციელდა, რამაც თბოელექტროცენტრალსა და ქიმიურ ქარხნებში ხანძარი გამოიწვია. ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა სიმფეროპოლის, ნიჟნეგორსკის და კრასნოგვარდეისკის რაიონებში. საჰაერო თავდაცვის აქტივობა და აფეთქებები ასევე დაფიქსირდა „საკის“ სამხედრო აეროდრომის მახლობლად. გავრცელებული ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ სიმფეროპოლში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ადგილობრივი თბოელექტროცენტრალის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა დაფიქსირდა. დრონებით დარტყმა განხორციელდა რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატის სამრეწველო ზონაზე. აფეთქებების შემდეგ „ტოლიატიკაუჩუკის“ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედია წერს, რომ აღნიშნული ქიმიური ქარხანა სტრატეგიული ობიექტია, რადგან ის აწარმოებს სინთეზურ რეზინის საბურავების ინდუსტრიისთვის, რეზინის პროდუქტებს… The post დრონებით თავდასხმა ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის რეგიონებზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →