სიახლე

ილონ მასკი მსოფლიოში ერთადერთი ტრილიონერია

მედიაცენტრი

ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანიების „ტესლას“, „სფეის იქსის“ და სოციალურ ქსელ „იქსის“ მფლობელი ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა. მასკის ქონების უმეტესი ნაწილი ამჟამად „სფეის იქსში“ არის მობილიზებული, სადაც დაახლოებით 866 მილიარდი დოლარის ღირებულების წილი ეკუთვნის. ,,Reuters” წერს, რომ „ტესლასთან“ და მის სხვა ქონებასთან ერთად, მისი წმინდა ქონება 12 ივნისს აქციებით ვაჭრობის დაწყებისას 1.1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ეს მაჩვენებელი მოიცავს აქციებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მფლობელობაში გადავა. გამოცემის ინფორმაციით, „სფეის იქსის“ საბაზრო ღირებულება შესაძლოა, კიდევ მეტად გაიზარდოს, თუკი ანდერაიტერები დამატებითი აქციების გაყიდვის უფლებითაც ისარგებლებენ, რაც პირველადი საჯარო შეთავაზებიდან 30 დღის შემდეგ ხდება. The post ილონ მასკი მსოფლიოში ერთადერთი ტრილიონერია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი