მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, სომხეთის – გაზარდა
მსოფლიო ბანკმა 2026 წლის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ივნისის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით 5%-მდე არის შემცირებული. ანგარიშის თანახმად, შემცირებულია მთლიანად 2026 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც იანვარში ნავარაუდევი 2.7%-დან, 2.5%-მდე. შესაბამისად, WB-ის თანახმად, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკურ ზრდას 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირებს. დოკუმენტში არაა კონკრეტული ჩანაწერი უშუალოდ საქართველოში ეკონომიკური ზრდის მოლოდინის კლების განმარტებასთან დაკავშირებით. ასევე რეგიონის ქვეყნებიდან გაზრდილია ნავთობის ექსპორტიორი აზერბაიჯანის ზრდის პროგნოზი 2%-მდე (მატება 0.2 პ.პ) და ყაზახეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-მდე (მატება 0.1 პ.პ. წინა პროგნოზთან). ამასთან, გაზრდილია სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი… The post მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, სომხეთის – გაზარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →