აშშ-ს სენატის კომიტეტმა უკრაინისთვის $750 მილიონის გამოყოფას მხარი დაუჭირა
აშშ-ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა 11 ივნისს 2027 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) ფარგლებში, მხარი დაუჭირა უკრაინისთვის აშშ-ს დახმარების გაგრძელებასა და დაფინანსების 750 მილიონ დოლარამდე გაზრდას. ,,NDAA” ყოველწლიური კანონია, რომელიც ამტკიცებს აშშ-ს სამხედრო ძალების დაფინანსებასა და გეგმებს მომავალი წლისთვის. 2027 საერთო ჯამში თავდაცვისთვის 1.15 ტრილიონი დოლარია გამოყოფილი. კომიტეტის მიერ შემოთავაზებული ყოველწლიური თავდაცვის პოლიტიკის კანონპროექტი 750 მილიონ დოლარს მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისთვის (USAI), რომელიც პენტაგონის ხელმძღვანელობით მოქმედი პროგრამაა და უკრაინას იარაღით ამარაგებს აშშ-ს თავდაცვის კომპანიებთან დადებული კონტრაქტების საფუძველზე. სენატის კანონპროექტი ასევე კრძალავს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარების მიზნით თანხების გამოყენებას… The post აშშ-ს სენატის კომიტეტმა უკრაინისთვის $750 მილიონის გამოყოფას მხარი დაუჭირა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →