ქართველმა კაპიტანმა აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის დანაშაული აღიარა
,,აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველმა კაპიტანმა აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის დანაშაული აღიარა”, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. „47 წლის ავთანდილ კალანდაძემ, „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერის ყოფილმა კაპიტანმა, რომელსაც წარსულში ირანული და ვენესუელური ნავთობი აშშ-ის მოწინააღმდეგეების სასარგებლოდ გადაჰქონდა, დღეს საოლქო სასამართლოში ბრალი აღიარა, კარიბის ზღვიდან ჩრდილო ატლანტის ოკეანემდე მრავალკვირიანი დევნის დროს აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში. დეპარტამენტის ცნობით, კალანდაძემ დანაშაული მოსამართლე ბერილ ა. ჰოუელის წინაშე აღიარა, ხოლო მისი განაჩენის გამოტანა 7 აგვისტოს არის დაგეგმილი. სანაპირო დაცვის ბრძანებისთვის დაუმორჩილებლობა, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში,… The post ქართველმა კაპიტანმა აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის დანაშაული აღიარა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →