სიახლე

თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ფრენები იწყება

MegaTV

25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. როგორც TAV Georgia გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყება, აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. „ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობილი ხდება, რომ ამ მიმართულებით ერთი გზის […]

პირველწყარო →

25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება.

როგორც TAV Georgia გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყება, აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს.

„ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ცნობილი ხდება, რომ ამ მიმართულებით ერთი გზის ეკონომ-ბილეთით მგზავრობის ფასი 342 ლარიდან დაიწყება, რაც შეეხება ბიზნეს-კლასს, მგზავრობის საფასური ამ შემთხვევაში მინიმუმ 1 222 ლარი იქნება.

მგზავრობის ხანგრძლივობა 45 წუთი იქნება.


მსგავსი