სიახლე

ინდოეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა

მედიაცენტრი

ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, სატრანსპორტო თვითმფრინავი An-32 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში ჩამოვარდა. „დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე ჯორჰატში, ასამის შტატში გეგმური ფრენის დროს ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი An-32 ჩამოვარდა. კატასტროფის ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს. ინდოეთის საჰაერო ძალები ყველას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ვარაუდებისგან, ვიდრე წინასწარი შედეგები არ გახდება ცნობილი. საჰაერო ძალები მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და ამ მძიმე წუთებში მხარს უჭერენ დაღუპულთა ოჯახებს. დამატებით დეტალებს მიღებისთანავე გავავრცელებთ“, – ნათქვამია ინდოეთის საჰაერო ძალების განცხადებაში. The post ინდოეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი