ვიდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი-სტენერგარდი საქართველოზე
ტვ ოდიში
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდიმ ევროსკოპს უთხრა, რომ შვედეთი გააგრძელებს საქართველოში იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობენ. “ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების მხარდაჭერას საქართველოში, ვისაც სურს იმუშაოს დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და საქართველოს, როგორც ევროკავშირის ოჯახის წევრობის მიმართულებით. მე შეშფოთებული ვარ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენებით, მაგრამ ჩვენ […] The post ვიდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი-სტენერგარდი საქართველოზე appeared first on ODISHINEWS.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდიმ ევროსკოპს უთხრა, რომ შვედეთი გააგრძელებს საქართველოში იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობენ.
“ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების მხარდაჭერას საქართველოში, ვისაც სურს იმუშაოს დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და საქართველოს, როგორც ევროკავშირის ოჯახის წევრობის მიმართულებით.
მე შეშფოთებული ვარ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენებით, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი”, – თქვა სტენერგარდიმ.