სიახლე

2025 წელს მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მთავრობამ 3 394 744 ლარი გამოყო

GuriaNews

საქართველოს მთავრობის ახალი განკარგულებით, 2025 წლის თებერვალში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად (დაზიანებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის) ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 394 744 ლარი უნდა გამოყოს. ცვლილება შევიდა მთავრობის 2026 წლის 24 აპრილის განკარგულებაში. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული თანხა 10 მუნიციპალიტეტზე შემდეგნაირად გადანაწილდება: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 774 907 ლარი; ხარაგაულის მუნიციპალიტეტი – 688 201 ლარი; […] The post 2025 წელს მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მთავრობამ 3 394 744 ლარი გამოყო appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

საქართველოს მთავრობის ახალი განკარგულებით, 2025 წლის თებერვალში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად (დაზიანებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის) ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 394 744 ლარი უნდა გამოყოს.

ცვლილება შევიდა მთავრობის 2026 წლის 24 აპრილის განკარგულებაში.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული თანხა 10 მუნიციპალიტეტზე შემდეგნაირად გადანაწილდება:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 774 907 ლარი;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი – 688 201 ლარი;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 720 393 ლარი;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 385 403 ლარი;

ვანის მუნიციპალიტეტი – 268 165 ლარი;

ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 198 505 ლარი;

აბაშის მუნიციპალიტეტი – 131 394 ლარი;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 88 613 ლარი;

სენაკის მუნიციპალიტეტი – 86 024 ლარი;

ხობის მუნიციპალიტეტი – 53 139 ლარი.

გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიზნად ისახავს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოქალაქეებისთვის საკომპენსაციო თანხების უზრუნველყოფას.

The post 2025 წელს მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მთავრობამ 3 394 744 ლარი გამოყო appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი