სიახლე

რა დაუჯდა ოზურგეთის მერიას სკოლადამთავრებულებისთვის ღონისძიების გამართვა

GuriaNews

ოზურგეთის საჩოგბურთო ცენტრში მუნიციპალიტეტის 552 სკოლადამთავრებულისთვის ელექტრონული მუსიკის საღამო და ლაზერშოუ გაიმართა. „განსაკუთრებული საღამო სწორედ იმ ახალგაზრდებს მიეძღვნა, რომლებმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი – სკოლა დაასრულეს და ახალი გამოწვევების წინაშე დგანან. ოზურგეთის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო და წამახალისებელი პროგრამით, რათა მათ საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ. წარმატებები ჩვენს ახალგაზრდებს – წინ […] The post რა დაუჯდა ოზურგეთის მერიას სკოლადამთავრებულებისთვის ღონისძიების გამართვა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ოზურგეთის საჩოგბურთო ცენტრში მუნიციპალიტეტის 552 სკოლადამთავრებულისთვის ელექტრონული მუსიკის საღამო და ლაზერშოუ გაიმართა.

„განსაკუთრებული საღამო სწორედ იმ ახალგაზრდებს მიეძღვნა, რომლებმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი – სკოლა დაასრულეს და ახალი გამოწვევების წინაშე დგანან. ოზურგეთის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო და წამახალისებელი პროგრამით, რათა მათ საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.

წარმატებები ჩვენს ახალგაზრდებს – წინ საინტერესო და მნიშვნელოვანი გზა გელოდებათ! “ – აღნიშნულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მუსიკის საღამოს და ლაზერშოუს მოსაწყობად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 8 მაისს გამოაცხადდა, წინადადების მიღება კი 18 მაისს დასრულდა. ტენდერში გასამარჯვებლად ხუთი კომპანია თუ ინდ.მეწარმე იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებული ინდ.მეწარმე თამარ ელოშვილი გახდა, რომელსაც ღონისძიებისთვის მოწყობისთვის და ჩატარებისთვის 47 800 ლარი ჩაერიცხა.

The post რა დაუჯდა ოზურგეთის მერიას სკოლადამთავრებულებისთვის ღონისძიების გამართვა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი