ევროპაში აშშ-დან იმპორტირებულ სამრეწველო საქონლის ნაწილზე ტარიფები უქმდება
ევროპარლამენტმა 440 ხმით 151-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა სავაჭრო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ევროპაში აშშ-დან იმპორტირებულ სამრეწველო საქონლის უმეტესობაზე ტარიფები უქმდება. ევროკავშირსა და აშშ-ს შორის 2025 წლის ივლისში შოტლანდიაში მიღწეული შეთანხმება ევროკავშირიდან აშშ-ში ექსპორტზე გატანილ საქონელზე 15%-იან ტარიფებს ითვალისწინებს. ევროპარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა ძალაში 2029 წლის 31 დეკემბრამდე დარჩება, ხოლო ექვსი თვით ადრე ევროკომისია შეთანხმების შედეგებს შეაფასებს და მისი ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. ასევე, შეთანხმება „დამცავ მექანიზმებს“ მოიცავს, რომელიც მისი პირობების შეცვლას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში, თუ აშშ პირობებს დაარღვევს. The post ევროპაში აშშ-დან იმპორტირებულ სამრეწველო საქონლის ნაწილზე ტარიფები უქმდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →