სიახლე
„დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში მაკრონის, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართა
მედიაცენტრი
საფრანგეთის ქალაქ ევიანში, „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა სამიტის ფარგლებში დღეს გაიმართა საფრანგეთის, აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონის, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა. სამმხრივი შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის, აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტები შეუერთდნენ სხვა ლიდერებს ერთობლივ სამუშაო სესიაზე, რომლის უმთავრესი თემაა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ევიანში დაგეგმილია აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრაც. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტის ცნობით, ტრამპმა მედიას განუცხადა, რომ ზელენსკისთან ჰქონდა წინასწარი საუბარი, რომელმაც კარგად ჩაიარა. The post „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში მაკრონის, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.