საქართველოს მოქალაქეების 71% გაწევრიანებას მხარს უჭერს, 79%-ს კი სჯერა, რომ წევრობა ქვეყანას სარგებელს მოუტანს – კვლევა
ევროკავშირის პროგრამის „EU NEIGHBOURS EAST“-ის ფარგლებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევის 2026 წლის შედეგებით, საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა – 71% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას კვლავ ემხრობა, ხოლო კიდევ უფრო დიდ ნაწილს -79%-ს სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. კვლევა 2026 წლის იანვარ-თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1 000-ზე მეტ რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, EU NEIGHBOURS EAST პროგრამა საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევას 2016 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ატარებს. “ევროკავშირი ქართველებისთვის კვლავ რჩება ყველაზე სანდო საერთაშორისო… The post საქართველოს მოქალაქეების 71% გაწევრიანებას მხარს უჭერს, 79%-ს კი სჯერა, რომ წევრობა ქვეყანას სარგებელს მოუტანს – კვლევა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →