დაკავებულია 54 უცხოელი არალეგალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. შსს-ს ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 54 უცხოელი არალეგალი, მათ შორის ნიგერიის, ინდოეთის, ნეპალის, უზბეკეთის, თურქეთის, იორდანიის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, იემენის, თურქმენეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და ლიბანის მოქალაქეები. „სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის… The post დაკავებულია 54 უცხოელი არალეგალი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →