სიახლე
ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
მედიაცენტრი
ისრაელი და დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული შეთანხმება დღეს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ამოქმედდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალური პირის განცხადებით, შეთანხმება ამერიკელმა და კატარელმა მომლაპარაკებლებმა, ირანის მხარის აქტიური დახმარებითა და ჩართულობით შეიმუშავეს. როგორც თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს დილით მხარეებს შორის ერთმანეთის წინააღმდეგ ინტენსიური ცეცხლი ფიქსირდებოდა, ამ დროისთვის ისრაელი და „ჰეზბოლა“ უკვე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში იმყოფებიან. The post ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.