სიახლე

უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

GuriaNews

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში უბედურ შემთხვევას 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. როგორც გამოცემას უთხრეს, რომ რამაზ ძმანაშვილი ახლად შეძენილი ტრაქტორით ვენახის შესაწამლად გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ბალახებში არსებული თხრილი ვერ შენიშნა. შედეგად, ტექნიკა გადაბრუნდა და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა. ტრაგიკულ შემთხვევას ილიაწმინდის საჯარო სკოლა გამოეხმაურა, რომლის კურსდამთავრებულიც რამაზ ძმანაშვილი იყო. „სიტყვები უძლურია […] The post უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში უბედურ შემთხვევას 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

როგორც გამოცემას უთხრეს, რომ რამაზ ძმანაშვილი ახლად შეძენილი ტრაქტორით ვენახის შესაწამლად გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ბალახებში არსებული თხრილი ვერ შენიშნა. შედეგად, ტექნიკა გადაბრუნდა და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.
ტრაგიკულ შემთხვევას ილიაწმინდის საჯარო სკოლა გამოეხმაურა, რომლის კურსდამთავრებულიც რამაზ ძმანაშვილი იყო.

„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატავად, რომელსაც განვიცდით. უდროოდ და ტრაგიკულად შეწყდა ერთი საუკეთესო ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე. რამაზი იყო საოცრად თავაზიანი, მოწესრიგებული, გულისხმიერი, მშრომელი, მეგობრული, სანდო და საიმედო ახალგაზრდა, რომელიც სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა თანატოლებსა თუ მასწავლებლებში“, – ნათქვამია პედაგოგების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

The post უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი