სიახლე

უკრაინის დარტყმების ფონზე, რუსეთი დიზელის ექსპორტის სრულ აკრძალვას განიხილავს

მედიაცენტრი

რუსეთის ხელისუფლება შიდა ბაზარზე საწვავის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად დიზელის ექსპორტის სრულ აკრძალვას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს. როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ სამთავრობო სხდომაზე განაცხადა, საგარეო ბაზრებზე დიზელის საწვავის გაყიდვის შესაძლო აკრძალვა დაემატება ბენზინისა და საავიაციო საწვავის მიწოდებაზე უკვე არსებულ შეზღუდვებს. ამჟამად რუსეთიდან დიზელის ექსპორტი მხოლოდ იმ ტრეიდერებისთვისაა აკრძალული, რომლებიც საწვავს თავად არ აწარმოებენ. საექსპორტო შეზღუდვების აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ივნისის დასაწყისში უკრაინულმა დრონებმა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე (ნგქ) ინტენსიური იერიშები მიიტანეს, რამაც ქვეყანაში ნავთობის გადამუშავების მოცულობა ბოლო 20 წლის მინიმუმამდე შეამცირა. The post უკრაინის დარტყმების ფონზე, რუსეთი დიზელის ექსპორტის სრულ აკრძალვას განიხილავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი