,,საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია” – ალენ ბერსე
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია. მისი თქმით, ქვეყანაში სამოქალაქო სივრცის შემცირება, ოპოზიციურ პარტიებზე ზეწოლა, დაკავებები, შემზღუდავი კანონმდებლობა და საპოლიციო სისასტიკისთვის ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სრულიად მიუღებელია. ალენ ბერსემ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მათ მიერ გამოთქმული შეშფოთებები სიტუაციის სერიოზულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს: „პირველ რიგში, მსურს ცხადად ვთქვა, რომ საქართველოში ევროპის საბჭოს მუშაობას ძალიან სერიოზულად ვუდგები – მათ შორის წინა რეზოლუციებსა და ანგარიშს, რომელიც ამ კვირას იქნა განხილული. ჩვენ ყველანი ერთსა და იმავე რეალობას ვხედავთ. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია და მკაფიოდ უნდა მივაქციოთ… The post ,,საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია” – ალენ ბერსე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →