სიახლე

საფრანგეთში ებოლას ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

მედიაცენტრი

საფრანგეთში ებოლას ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. მედიის ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა ექიმს, რომელიც ცოტა ხნის წინ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან დაბრუნდა. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პაციენტი საფრთხის გამოვლენისთანავე უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით გადაიყვანეს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ის იზოლირებულ პალატაში მკურნალობს. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდაფეთქება ოფიციალურად მაისში დაიწყო, თუმცა ექსპერტების ვარაუდით, ვირუსი ქვეყანაში მანამდე რამდენიმე კვირით ადრეც ცირკულირებდა. ბოლო მონაცემებით, ცენტრალური აფრიკის ამ სახელმწიფოში ეპიდაფეთქებას უკვე 260-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა. The post საფრანგეთში ებოლას ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი