,,ვიცი, არსებობს იმედგაცრუება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ცალკეული შემთხვევებია” – რუტე
NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკას ეხმაურება. „რაც შეეხება NATO-ს, ვიცი, რომ არსებობს იმედგაცრუება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ცალკეული შემთხვევებია,” – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. მისი თქმით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა აშშ-ს საკუთარი სამხედრო ბაზები დაუთმეს ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის – „ეპიკური მრისხანების“ დროს. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა ტრამპის ლიდერულ როლს იმაში, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები თავდაცვის ხარჯებს ზრდიან. „ეს მთელ ალიანსს უფრო ძლიერს ხდის, ხოლო შეერთებულ შტატებს – უფრო უსაფრთხოს, როგორც თავდაცვის სფეროში განხორციელებული ინვესტიციების, ისე NATO-ს მოკავშირეების მიერ თავდაცვაზე გაზრდილი დანახარჯების წყალობით,” – განაცხადა მარკ… The post ,,ვიცი, არსებობს იმედგაცრუება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ცალკეული შემთხვევებია” – რუტე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →