სიახლე

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

GuriaNews

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. “საკითხი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა. კანონპროექტით წესრიგდება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, შემოდის სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობების […] The post პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →
პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“საკითხი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტით წესრიგდება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, შემოდის სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ცნებები და შესაბამისი სანებართვო რეჟიმი. განისაზღვრება აღნიშნული ნებართვების გაცემის პირობები, მოქმედების ვადა, სანებართვო მოთხოვნები და საქმიანობის კონტროლის მექანიზმები.

ამასთან, დგინდება, რომ საერთაშორისო ორგანიზების ფარგლებში გამართულ თამაშობებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა დაუშვებელია“,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

The post პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი