სიახლე

ტრამპი ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

მედიაცენტრი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემებზე განხორციელებულ თავდასხმას სოციალური ქსელით ეხმაურება. ტრამპი ადასტურებს, რომ ირანმა სულ მცირე ოთხი კამიკაძე დრონი გაუშვა, საიდანაც სამი ამერიკულმა მხარემ ჩამოაგდო, ხოლო ერთმა ძვირადღირებული სატვირთო გემი დააზიანა. „ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ჰორმუზის სრუტეში მცურავი გემების მიმართ სულ მცირე ოთხი კამიკაძე დრონი გაუშვა. ერთ-ერთი დრონი ზუსტად მოხვდა დიდი და ძალიან ძვირად ღირებული სატვირთო გემის ზედა გემბანს. ზიანი მიადგა, მაგრამ გემმა გზის გაგრძელება შეძლო. ჩვენ ჩამოვაგდეთ დანარჩენი სამი დრონი. ცხადია, ეს ჩვენი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სულელური დარღვევაა”, – წერს დონალდ ტრამპი. The post ტრამპი ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი