ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
ირანმა შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში კვლავ დაადანაშაულა, რადგან ამერიკელმა სამხედროებმა გორუკსა და ქეშმის კუნძულებზე მდებარე ირანის სანაპირო დაცვის რადარებზე თავდასხმა განახორციელეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ჩამოაგდო ოთხი ირანული კამიკაძე დრონი, რომელიც ჰორმუზის სრუტისკენ მიემართებოდა. აშშ-ის ინფორმაციით, ირანმა შვიდი რაკეტა ისროლა ბაჰრეინისა და ქუვეითის მიმართულებით, რომლებიც ჩაჭრეს. ცენტრალური სარდლობის განცხადების თანახმად, აშშ-მ რადარებზე დარტყმები მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელეს. ირანი კი ამტკიცებს, რომ დარტყმები ,,თავდაცვის” მიზნით განახორციელა. ,,ირანის ისლამური რესპუბლიკის ძლიერმა შეიარაღებულმა ძალებმა, თავდაცვის უფლების ფარგლებში, აგრესიის ამ აქტს სიფხიზლით, მონდომებითა და სრული უფლებამოსილებით უპასუხეს პროპორციული და ეფექტური… The post ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →