,,უკრაინას ანტიბალისტიკური თავდაცვის გაძლიერება სჭირდება” – ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ განხორციელებულ ბოლო მასშტაბურ იერიშებს ეხმაურება და პარტნიორებს ანტიბალისტიკური თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტის განცხადებით, რუსული ტერორის შესაჩერებლად აუცილებელია, რომ ევროპა მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთოს საკუთარი ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების განვითარებაში. „ხალხს ასეთი საშინელი თავდასხმებისგან უფრო ძლიერი დაცვა სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვჭირდება ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. რაც უფრო მალე გვექნება მეტი ასეთი შესაძლებლობა, მით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსულ თავდასხმებს ქვეყნის მასშტაბით მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. The post ,,უკრაინას ანტიბალისტიკური თავდაცვის გაძლიერება სჭირდება” – ვოლოდიმირ ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →