სიახლე

,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური თავდაცვაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართავს შეხვედრას და მონაწილეობას მიიღებს „მსურველთა კოალიციის“ სამიტში. უკრაინის ლიდერის განცხადებით, ამ მოლაპარაკებებს კიევის თავდაცვისუნარიანობისთვის ახალი, ბევრად დიდი შესაძლებლობების გახსნა შეუძლია. „საფრანგეთი – დღეს აქ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართება, რომელსაც უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობების გახსნა შეუძლია. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური თავდაცვაა. პარტნიორებს წარვუდგენთ ჩვენს ანტიბალისტიკურ პროგრამას და პირველად ჩავატარებთ შეხვედრას ლიდერების, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებისა და იმ ქვეყნების თავდაცვის კომპანიების დონეზე, რომლებსაც ახალი ანტიბალისტიკური სისტემის მშენებლობაში კონკრეტული წვლილის შეტანა შეუძლიათ“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე. უკრაინის პრეზიდენტმა… The post ,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური თავდაცვაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი