სიახლე

ესპანეთსა და კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

მედიაცენტრი

ესპანეთის ჩრდილოეთით, არაგონის პროვინციაში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლმა 16 000 ჰექტარი მიწის ფართობი უკვე გაანადგურა. სტიქიას მაშველებთან ერთად არმიაც ებრძვის. ცეცხლი დასახლებული პუნქტებს და ინფრასტრუქტურას ემუქრება. რეგიონში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული, ევაკუირებულია ასობით ადამიანი. კანადაში ტყის ხანძრის გამო, ტორონტო კვამლმა მოიცვა. ქალაქში ხილვადობა ფაქტობრივად, ნულის ტოლია. მარტო შაბათს ცეცხლის 69 ახალი კერა გაჩნდა. მეხანძრეების ცნობით, სულ ხანძრის 955 კერაა დაფიქსირებული. ხანძრები მძვინვარებს შეერთებული შტატების სიახლოვეს, ონტარიოშიც. ცეცხლის გავრცელების საფრთხის გამო ვაშინგტონი კანადას ტყეების არასათანადო მართვის გამო აკრიტიკებს და ჰაერის დაბინძურების გამო გადასახადების გაზრდით ემუქრება. კანადა შტატების მუქარას სამარცხვინოს უწოდებს… The post ესპანეთსა და კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი