„გაცნობებთ, რომ დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის (შემდგომ-სგშ) და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო.
ჩატარების რიცხვი და დღე უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.
24 ივლისს 14:00 საათზე კი გაიმართება დოკუმენტის პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან.
მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დარბაზი.“ – ეს ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეხვედრის დაწყებამდე, დაახლოებით ერთი საათის ადრე გაავრცელა.
მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გავრცელებული ინფორმაციით, დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის (შემდგომ–სგშ) და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა უნდა შემდგარიყო.
გომისმთის განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის (შემდგომ-სგშ) და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის გადადების შესახებ დარბაზში მყოფ პირების უმეტესობამ არ იცოდა. როგორც შეხვედრის დროს გაირკვა იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც აინტერესებდნენ როდის მოახდნენ მიწის რეგისტრაციას და დაკანონებას ისინი, რომლის წინაპრები დაბაში მფლობდნენ მიწის ნაკვეთს და ჰქონდათ სახლი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსმა თაზო ჩავლეშვილმა თქვა, რომ ამ ეტაპზე, შეხვედრაზე წარმოდგენილი
შეხვედრაზე არაერთმა ადამიანმა აღნიშნა, რომ დაბა გომისმთაზე ბევრი უკანონობა ხდება და როდესაც ასე ნელ ტემპში ხდება სტრატეგიული დოკუმენტის დამტკიცების პროცესი დაგვიანებული იქნება. როგორც ითქვა, მთაზე ხდება უკანონო მშენებლობა.
„დღევანდელი შეხვედრა იმისთვის არის გავიგოთ თუ რა გავლენას მოახდენს გომისმთის განაშენიანება გარემოზე, – აღნიშნა თავისი სიტყვის გამოსვლის დროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა. იზოლდა მაჭუტაძე.
მან, დაბა გომისმთის სტრატეგიული გარემოს დაცვითი შეფასების დოკუმენტის შესახებ დაიწყო საუბარი, მაგრამ რამდენიმე წუთში დარბაზში მყოფმა ადამიანებმა შეხვედრის ორგანიზატორებს უთხრა, რომ 6 წელზე მეტი ელოდებიან დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმის დამტკიცებას, მაგრამ ეს პროცესი დაჩქარებული ტემპით არ მიმდინარეობს.
ასევე არაერთხელ გაისმა დარბაზიდან კითხვა როდის მოხდება საბოლოოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტის წარდგენა და დამტკიცება.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა არქიტექტორი და ურბანისტი, კომპანია SDMI-ის წარმომადგენელი თეკლა მენაბდემ, რომელიც შეხვედრის ერთ-ერთი მასპინძელი იყო, კონკრეტული თარიღი ვერ დაასახელა.
„ეს პროცესი, რომლის პრეზენტაცია არის დღეს აუცილებლად უნდა მოხდეს ამის განხილვა. ყველაფერს აქვს თავისი ეტაპები და ყველაფერი ხდება კანონის მიხედვით,“ – თქვა თეკლა მენაბდემ.
საინიციატივო ჯგუფის შეიქმნის იდეა გააჟღერა შეხვედრაზე არქეოლოგმა, ზურა გიორგაძემ. მისი თქმით, ამ პროცესში აუცილებელია ადგილობრივების ჩართვა, რადგან ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ რა პროცესებთან გვაქვს საქმე.
ასევე შეხვედრაზე ითქვა, რომ დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტზე შენიშვნებს წერილობით მიიღებენ, რადგან ქალბატონმა იზოლდა მაჭუტაძემ თავისი წარმოდგენილი დოკუმენტის წარდგენა ბოლომდე ვერ მოახერხა.
The post შეცვლილი დღის წესრიგი – რას ითხოვს ხალხის გომისმთის განაშენიანების გეგმაზე appeared first on გურია ნიუსი.