სიახლე

„ხალხი მოტყუებულია“ _ გომისმთის განაშენიანების გეგმის განხილვა დაწყებამდე ერთი საათით ადრე გადაიდო

GuriaNews

„გაცნობებთ, რომ დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის (შემდგომ, სგშ) და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო. ჩატარების რიცხვი და დღე უახლოეს პერიოდში დაზუსტდება. 24 ივლისს 14:00 საათზე კი გაიმართება დოკუმენტის პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან. მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დარბაზი“, _ ეს ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ განხილვის დაწყებამდე, […] The post „ხალხი მოტყუებულია“ _ გომისმთის განაშენიანების გეგმის განხილვა დაწყებამდე ერთი საათით ადრე გადაიდო appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

„გაცნობებთ, რომ დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის (შემდგომ, სგშ) და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო.

ჩატარების რიცხვი და დღე უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.

24 ივლისს 14:00 საათზე კი გაიმართება დოკუმენტის პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან.

მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დარბაზი“, _ ეს ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ განხილვის დაწყებამდე, დაახლოებით ერთი საათის ადრე გაავრცელა.

მანამდე კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გავრცელებული ინფორმაციით,  ცნობილი იყო, რომ დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის (სგშ) და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა უნდა შემდგარიყო.

გომისმთის განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის გადადების შესახებ დარბაზში მყოფ პირების უმეტესობამ არ იცოდა. როგორც შეხვედრის დროს გაირკვა, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც აინტერესებდათ, როდის მოხდება მიწის ფართობების რეგისტრაცია და დაკანონება.

„დღევანდელი შეხვედრაზე უნდა გაგვეგო, თუ რა გავლენას მოახდენს გომისმთის განაშენიანება გარემოზე“, _ აღნიშნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა იზოლდა მაჭუტაძემ.

დარბაზში მყოფმა ადამიანებმა შეხვედრის ორგანიზატორებს უთხრეს, რომ 6 წელზე მეტია ელოდებიან დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმის დამტკიცებას, მაგრამ ამაოდ.

დარბაზიდან არაერთხელ გაისმა კითხვა, როდის მოხდება  მნიშვნელოვანი დოკუმენტის საბოლოო წარდგენა და დამტკიცება.

შეხვედრაზე იმყოფებოდა არქიტექტორი და ურბანისტი, კომპანია SDMI-ის წარმომადგენელი თეკლა მენაბდე, რომელიც შეხვედრის ერთ-ერთი მასპინძელი იყო _ მან გეგმის დამტკიცების კონკრეტული თარიღი ვერ დაასახელა:

„ეს პროცესი, რომლის პრეზენტაცია არის დღეს აუცილებლად უნდა მოხდეს ამის განხილვა. ყველაფერს აქვს თავისი ეტაპები და ყველაფერი ხდება კანონის მიხედვით“, _ თქვა მენაბდემ.

საინიციატივო ჯგუფის შეიქმნის იდეა გააჟღერა ადგილობრივმა ზურა გიორგაძემ _ მისი თქმით, ამ პროცესში აუცილებელია ადგილობრივების ჩართულობა, რადგან მოსახლოებამ ზუსტად იცოდეს, რა პროცესებთან გვაქვს საქმე.

შეხვედრაზე ითქვა, რომ დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტზე შენიშვნებს წერილობით მიიღებენ, რადგან ქალბატონმა იზოლდა მაჭუტაძემ თავისი წარმოდგენილი დოკუმენტის წარდგენა ბოლომდე ვერ მოახერხა.

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ შაკო ჩანქსელიანმა თქვა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია გომისმთის განვითარების გეგმაზე მუშაობის დაწყების შესახებ, არაერთმა ადამიანმა გამოიტანა სესხი ბანკიდან, რომ კანონიერად დაემტკიცებინა მიწის ფართობი და დაეწყო მშენებლობა. მაგრამ ეს იმედი იმედად დარჩა:

„ადამიანები დღემდე ელოდებიან გენგეგმის დამტკიცებას. არ შეიძლება ასე _ხალხი წვალობს და დარჩა მოტყუებული“, _ აღნიშნა ჩანქსელიანმა.

The post „ხალხი მოტყუებულია“ _ გომისმთის განაშენიანების გეგმის განხილვა დაწყებამდე ერთი საათით ადრე გადაიდო appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი