უკრაინა და ევროპელი პარტნიორები ახალ ანტიბალისტიკურ სისტემაზე მუშაობენ
უკრაინა ევროპელ პარტნიორებთან ერთად ავითარებს ახალ ანტიბალისტიკურ საჰაერო თავდაცვის სისტემას, კოდური სახელწოდებით „ფრეია“, რომელიც, სავარაუდოდ, 2027 წლის პირველი ნახევრისთვის იქნება მზად. პროექტი ორი კვირის წინ პარიზის სამიტზე ოფიციალურად დაანონსდა, სადაც 10 ევროპული ქვეყნის ლიდერი და ათამდე თავდაცვითი კომპანია მონაწილეობდა. „ფრეია“ ამერიკული Patriot-ის შედარებით იაფი და მოქნილი ევროპული ალტერნატივა უნდა გახდეს. მისი მთავარი დანიშნულება რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებაა, რადგან არსებული ევროპული სისტემები ამას ვერ ახერხებს, ხოლო Patriot-ის მიწოდება შეზღუდულია მარაგების ნაკლებობისა და წარმოების ხანგრძლივი ციკლის გამო. პროექტის ფარგლებში უკრაინა უზრუნველყოფს გამშვებ დანადგარსა და რაკეტას, რომლის გამოცდაც მიმდინარე თვეში იგეგმება, ხოლო პარტნიორებისგან… The post უკრაინა და ევროპელი პარტნიორები ახალ ანტიბალისტიკურ სისტემაზე მუშაობენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →