გელენჯიკში, პლაჟზე რუსულმა საჰაერო თავდაცვამ დრონი ჩამოაგდო
რუსეთში, ქალაქ გელენჯიკთან მდებარე დასასვენებელ ბაზა „რასსვეტის“ სანაპიროზე დრონი ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა. არსებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი პირდაპირ პლაჟზე მყოფ დამსვენებლებს მას შემდეგ დაეცა, რაც ის რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ არასათანადოდ განაიტრალა. გავრცელებულ ვიდეომასალაში დრონის ჩამოვარდნამდე სროლის ხმაც ისმის. სავარაუდო ვერსიით, რუსული საჰაერო თავდაცვის ძალების არასწორი მოქმედების გამო, კურსაცდენილი აპარატი ხალხით სავსე სანაპირო ზონაში ჩამოვარდა. დასასვენებელი ბაზა „რასსვეტი“ მოსკოვის ოლქის ქალაქ რეუტოვში მოქმედი ცნობილი საწარმოს, „ნპო მაშინოსტროენიას“ კუთვნილებაა და ისტორიულად სარაკეტო კონსტრუქტორების დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. ამასთან, აღნიშნულ სანაპირო ზოლში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი პოზიცია… The post გელენჯიკში, პლაჟზე რუსულმა საჰაერო თავდაცვამ დრონი ჩამოაგდო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →