სიახლე
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვთან 25 დრონი მოიგერია
მედიაცენტრი
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვთან მიახლოებისას კიდევ სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისი თქმით, დღეს დილიდან, საერთო ჯამში, მოსკოვის მიმართულებით მფრინავი 25 დრონი მოიგერიეს. უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთი ყველა საჭირო ზომას იღებს თავდასხმების შედეგების აღმოსაფხვრელად. მისი განცხადებით, გუშინ მოსკოვზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა ყველაზე მასშტაბური იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში. The post რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვთან 25 დრონი მოიგერია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.