,,რუსეთის ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელი კომპანიები სანქციებს გვერდს უვლიან”- ზელენსკი
რუსეთის ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელი საწარმოების უმეტესობა ევროპულ და ამერიკულ სანქციებს სხვადასხვა უცხოური იურისდიქციების გამოყენებით გვერდს უვლის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. „რუსეთის 17 ძირითადი საწარმოდან, რომლებიც ბალისტიკურ რაკეტებს აწარმოებენ, უმეტესობა სხვადასხვა იურისდიქციაში არსებული სანქციების ხვრელებით სარგებლობს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რაკეტებისთვის საჭირო კრიტიკული კომპონენტების უმეტესობა მოსკოვს დღემდე დასავლეთიდან მიეწოდება. მისივე განცხადებით, იგივე ვითარებაა ჩრდილოეთ კორეულ რაკეტებთან დაკავშირებითაც, სადაც უახლესი მიწოდებები ფიქსირდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ევროკავშირის, აშშ-ის, შვეიცარიის, იაპონიისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების… The post ,,რუსეთის ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელი კომპანიები სანქციებს გვერდს უვლიან”- ზელენსკი app…
პირველწყარო →