ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მთაწმინდის სკვერებში საინფორმაციო დაფები განათავსა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, მთაწმინდის გამგეობასთან თანამშრომლობით, ამჯერად, მთაწმინდის რაიონის სკვერებში განათავსა საინფორმაციო დაფები, რომლებიც ძაღლების გასეირნებისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მათი გადაადგილების წესებს ეხება. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, ინიციატივის მიზანია, შინაური ცხოველის მოვლა- პატრონობის სფეროში მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება, ასევე, მოქმედი წესებისა და მოთხოვნების შესახებ ინფრმაციის გავრცელება. შეგახსენებთ, რომ სააგენტოს რეაგირების ჯგუფები ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს და ამოწმებენ შინაური ცხოველების რეგისტრაციისა და გასეირნების წესების დაცვას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103² მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის ბულვარში, პარკსა და სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე გასეირნება 150 ლარის… The post ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მთაწმინდის სკვერებში საინფორმაციო დაფები განათავსა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVAR…
პირველწყარო →