ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟები სკვერებში აქტიურად ამოწმებენ ძაღლების გასეირნების წესების დაცვას
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ეკიპაჟები დიდუბისა და სამგორის რაიონების სკვერებში აქტიურად ამოწმებენ ძაღლების გასეირნების წესების დაცვას. ეკიპაჟები აგრეთვე ამოწმებენ ცხოველთა რეგისტრაციის ვალდებულების შესრულებას და მოქალაქეებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან პატრონის პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებზე, ასევე, საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ცვლილებებზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1032-ე მუხლის მიხედვით: ,,ძაღლის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“ The post ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟები სკვერებში აქტიურად ამოწმებენ ძაღლების გასეირნების წესების დაცვას appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →