სიახლე

თვითმფრინავს, რომელთანაც ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა

მედიაცენტრი

გერმანული მედიის ინფორმაციით, უკრაინული „ანტონოვის“ სატვირთო თვითმფრინავს, რომლის სიახლოვესაც ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი იპოვეს, საბრძოლო მასალა გადაჰქონდა. ხომალდი გერმანიაში საფრანგეთიდან ჩაფრინდა, სადაც ტვირთი შემდგომი ტრანსპორტირებისთვის მზადდებოდა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა და ნატო-ს წევრი ქვეყნები ლაიფციგის აეროპორტს სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადასაზიდად რეგულარულად იყენებენ. ინციდენტმა აეროპორტში განგაში გამოიწვია, რის გამოც რამდენიმე რეისი გადამისამართდა. ასაფეთქებელი მოწყობილობის გასანეიტრალებლად პოლიციამ სპეციალური რობოტი გამოიყენა. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას გერმანიის პროკურატურის ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებები აწარმოებენ. The post თვითმფრინავს, რომელთანაც ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი