სიახლე

გერმანიაში ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი მესამე დრონი აღმოაჩინეს

მედიაცენტრი

გერმანიაში მესამე დრონი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, 50 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენით“ იყო აღჭურვილი. ინციდენტი 14 აგვისტოს მოხდა, თუმცა ინფორმაცია მედიისთვის ახლახან გახდა ცნობილი. გამოძიების ვერსიით, აღნიშნული შემთხვევა უკავშირდება 4 აგვისტოს ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ ინციდენტებს, სადაც ასაფეთქებლით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის სიახლოვეს იპოვეს. სამართალდამცველები ასევე ვარაუდობენ, რომ არსებობდა მეორე დრონიც, რომელიც აეროპორტის დახურვის შემდეგ DHL-ის სატვირთო თვითმფრინავს შეეჯახა. გერმანელი სამართალდამცველების ძირითადი ვერსიით, აღნიშნული დივერსიული აქტების უკან რუსეთის სადაზვერვო სამსახურები დგანან. The post გერმანიაში ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი მესამე დრონი აღმოაჩინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი