პუტინი დასავლეთს რუსული გემების დაკავების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლური ქვეყნების მიერ რუსული კომერციული გემების დაკავების ან ქონების ჩამორთმევის შემთხვევაში, მოსკოვი „სარკისებრ პასუხს“ გასცემს. ამის შესახებ მან წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების დასკვნით ეტაპზე განაცხადა. პუტინის თქმით, ნატო რეგიონში პოზიციების გამაგრებას ცდილობს, რაც კონფლიქტის პოტენციალს ზრდის. „ჩვენ ვხედავთ, რომ აქ, სამწუხაროდ, კონფლიქტის პოტენციალი იზრდება. ნატო რეგიონში შეღწევას იწყებს, იქმნება ახალი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები, განლაგებულია, იგეგმება რუსეთისთვის საფრთხის შემცველი ახალი შეიარაღების სისტემების განთავსება“, – განაცხადა პუტინმა. მან დასავლეთის მოქმედებებს საერთაშორისო საზღვაო სამართლის დარღვევა და „მეკობრეობა“ უწოდა. „ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, შეზღუდოს ჩვენი ეკონომიკური ოპერატორების, სამოქალაქო გემების გადაადგილება.… The post პუტინი დასავლეთს რუსული გემების დაკავების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →