სიახლე

პოლონეთი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს

მედიაცენტრი

პოლონეთი უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების მორიგი პარტიის გადაცემის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი პრიორიტეტი პოლონეთის საკუთარი უსაფრთხოების ინტერესები იქნება. „ვფიქრობ, ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. ეს გადაწყვეტილება ყოველთვის პოლონეთის უსაფრთხოების კონტექსტში უნდა იქნას მიღებული“, – აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ. აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე წელს პოლონეთის მიერ უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის პირველი შემთხვევა არ იქნება. გასულ თვეში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ გაზაფხულზე ოფიციალურმა ვარშავამ უკრაინას აღნიშნული ტიპის ხუთი რაკეტა უკვე გადასცა. The post პოლონეთი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი