სიახლე

ჯარედ კუშნერი ეგვიპტეში „ჰამასის“ ლიდერს შეხვდა

მედიაცენტრი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი ეგვიპტეში „ჰამასის“ ლიდერს შეხვდა. ეს მხარეებს შორის რიგით მეორე შეხვედრაა მას შემდეგ, რაც წინა სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ღაზის სექტორში ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას ჩაუყარა საფუძველი. მედიის ცნობით, კუშნერი მშვიდობის საბჭოს ხელმძღვანელთან ერთად ისრაელში გაემგზავრება, სადაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართავს მოლაპარაკებებს. ივლისის ბოლოს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მშვიდობის საბჭომ მიაღწია შეთანხმებას ღაზაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებების სრულ განიარაღებაზე. 15-პუნქტიანი გეგმა ისრაელის ძალების გაყვანასაც ითვალისწინებდა, თუმცა ნეთანიაჰუმ პირობები უარყო და აღნიშნა, რომ ისრაელი ჯარებს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე არ გაიყვანს. The post ჯარედ კუშნერი ეგვიპტეში „ჰამასის“ ლიდერს შეხვდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი