სიახლე

ჯარედ კუშნერი იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

მედიაცენტრი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. Reuters-ის ცნობით, კუშნერმა ნეთანიაჰუსთან ღაზას სამშვიდობო გეგმის განხორციელების საკითხი განიხილა, რომლის ფარგლებშიც „ჰამასის“ განიარაღება უნდა მოხდეს. კუშნერსა და ნეთანიაჰუს შორის შეხვედრას „მშვიდობის საბჭოს“ წარმომადგენლები ნიკოლაი მლადენოვი და ტონი ბლერი ესწრებოდნენ. როგორც ცნობილია, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასულ კვირას აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ღაზას სამშვიდობო გეგმის 15-პუნქტიანი გეგმა საჯაროდ უარყო. ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ღაზას სექტორიდან ჯარებს იქამდე არ გაიყვანს, ვიდრე „ჰამასი“ ნამდვილად არ განიარაღდება. The post ჯარედ კუშნერი იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი